გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, აუცილებელია სამართლებრივადაც შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სალომე ჯინჯოლავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აუცილებლად იქნება გამოძიებული არჩევნების შემდეგ.
„ჩვენმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომების და ღალატის მიუხედავად, დიდი ძალისხმევით მაინც შეძლო საერთაშორისო დონეზე ყველა სამართლებრივი დავის მოგება და ქართველი ჯარისკაცებისა და პოლიციელების დაცვა. გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, აუცილებელია სამართლებრივადაც შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები“, - აღნიშნა ჯინჯოლავამ.