ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანი იტოვებს უფლებას, უპასუხოს აგრესორებს საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად.
„ირანი არასდროს დაემორჩილება ზეწოლას, სანქციებს, დაშინებასა და აგრესიას, თუმც იტოვებს უფლებას, უპასუხოს აგრესორებს საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბარში.
პეზეშკიანმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნები მოელიან, რომ ევროპული ქვეყნები, მათ შორის გერმანია, ეფექტურ როლს ითამაშებენ ღაზის სექტორში „ისრაელის რეჟიმის გენოციდური ომის“ დასრულებაში.