„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც - „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“, Facebook-ზე ეხმიანება.
„დანია ფესტივალებს გვიფინანსებს და სააკაშვილის პორტრეტებს გვიფრიალებს დემოკრატიის სახელით…
აქეთ კიდევ, ჰელსინკის კომისიამ, ქოლ-ცენტრების ფულით ავიწროებენ ოპოზიციას საქართველოშიო…
უკაცრავად და, სკანდინავიაში თეთრი ღამეები დაეწყოთ, თუ, აბა, რა „ჩამოაბნელეს“, ხომ კარგად არიან?!
საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული თაღლითი კეზერაშვილი, რომელსაც „მისტერ-ოფშორით“ იცნობენ და ბრალი ედება ქოლ-ცენტრებით ევროპელი პენსიონერების ძარცვაში, აფინანსებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო?
ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?!
აბა, როგორ დავიჯერო - კეზერაშვილის ჯიბეზე დასხდნენ ესენიც?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.