უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) შესაბამისად, დონალდ ტრამპის ყოფილი უფროსი მრჩეველი, კელიენ კონვეი უცხოურ აგენტად დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ავრცელებს.
კელიენ კონვეიმ, რომელიც 2017-2020 წლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი იყო, განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარდასაჭერად ლობირებას აპირებს.
კონვეი ასევე ჩაერთვება სხვა სახის ლობირებაში უკრაინის სახელით, როგორიცაა უკრაინელ ვეტერანებთან და ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრების ორგანიზება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში შეტანილი დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ კოლიენ კონვეი წარმოადგენს უკრაინელი მილიარდერის, ვიქტორ პინჩუკის ფონდს.
კონვეი დაიქირავეს, რათა გავლენა მოახდინოს ამერიკელ „პოლიტიკურ ლიდერებზე“, „კანონმდებლებსა და ექსპერტებზე“ უკრაინასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.