კახა კალაძე პრეზიდენტის მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩართვაზე: ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია

კახა კალაძე პრეზიდენტის მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩართვაზე: ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩართვის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობა ამ რადიკალურ დაჯგუფებას პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდება. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული.

საქართველოში რადიკალიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს. ვერ გაიმარჯვებენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ვერ გაიმარჯვებს ვერცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მომხრეა, რომ ქვეყანაში გაჩაღდეს ომი სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, რომელსაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ურჩევნია, ან სანქციებისთვის შეერთება და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანება უნდა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ დაჯგუფებას, რომელიც გარედან იმართება, შესაბამის პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.