„ნაციონალური მოძრაობისთვის“ არაფერი წმინდა აღარ არსებობს ამ ქვეყნად, უსამშობლოებს, რომ ვეძახით მერე სწყინთ ხოლმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
ის „ნაცმოძრაბოის“ მხრიდან ომის დაწყებასთან დაკავშირებით, შეცვლილ თარიღს გამოეხმაურა და განმარტა ის მიზეზები, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის ხელისუფლების გასამართლება დააანონსა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ არაფერი წმინდა აღარ არსებობს ამ ქვეყნად. არ არსებობს არც ქვეყანა, არც სამშობლო, არც ტერიტორიები. უსამშობლოებს, რომ ვეძახით მერე სწყინთ ხოლმე და ფაქტია, როდესაც ადამიანი ამბობს გარდაცვლილ გმირებზე, რომ თურმე მათი გარდაცვალების თარიღი სხვა ყოფილა, როდესაც ომის დაწყების ფაქტსაც და ომის დაწყების დროსაც ცვლიან, რომელიც ადგება და ისევ და ისევ ამ რეზოლუციას დაუჭერს მხარს“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.