გაღმა შედავების პრინციპით სამოქალაქო დაპირისპირებაზე აქეთ ლაპარაკობენ. ამიტომ მოვუწოდე მე ყველა ადამიანს და არამარტო ჩვენ მომხრეებს, თუ იფიქრებენ, რომ მათ მიმართ [რადიკალური ოპოზიცია] უნდა გამოხატონ ძალადობა და ცემა, ეს მხოლოდ მათ წისქვილზე დაასხამს წყალს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„იმ ახალგაზრდა კაცს რომ ეს ძალადობა არ ჩაედინა, ეს ხალხი ასე ვერ „გაცოცხლდებოდა“. ბოლო ორი დღეა მხოლოდ ამაზე ლაპარაკობენ, ამიტომ „ნაცების“ საქმე გაკეთდა. სააკაშვილიდან დაწყებული, ახლა მთელი აგენტურა ჩამოდგა და ძალადობას გმობენ. „ნაცები“ რომ ძალადობას გმობენ, ეს ცალკე პარადოქსია“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია“.