მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ „გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ, როგორც ასეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ „გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ, როგორც ასეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ „გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ, როგორც ასეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიცრუეა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამერიკელ მაღალჩინოსნებს „გლობალურ ომის პარტიას“ ეძახიან.

„როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები გამოდიან და „გლობალური ომის პარტიას“ ნუ გვეძახით, ეს სიცრუეაო, თავად ის არის სიცრუე, რომ მათ ვეძახით, იმიტომ, რომ ხაზგასმით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თქვენი თანდასწრებით და თუ შეიძლება, „ტვ პირველს“ მივმართავ“, „მთავარს“, „ფორმულას“ და ა.შ. გაუშვით ხოლმე, ნუ მალავთ ჩემს და ჩვენს ამ კომენტარებს. ჩვენ „გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ, როგორც ასეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს.

არ ვგულისხმობთ და თუ შეიძლება, ნუ მალავთ ამ კომენტარებს, ძალიან გთხოვთ. დღეს, მაგალითად, კიდევ ერთხელ თქვენთვის პერსონალურად გავიმეორებ, რომ ნუ უმალავთ თქვენს მაყურებელს, რომ მე დღენიადაგ, როგორც იტყვიან ხოლმე, ამ სიტყვას იყენებენ, ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ასეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ჩვენ არ ვგულისხმობთ მაშინ, როდესაც ვლაპარაკობთ „გლობალური ომის პარტიაზე“ და ვლაპარაკობთ კონკრეტულ მიმართულებაზე - დიდ, ნეგატიურ, პოლიტიკურ და ასევე, განსაკუთრებით, ფინანსურ ინტერესებზე. რამდენიმე ასეულობით მილიარდზეა აქ საუბარი და არა პატარა ფულზე, რომელიც აგერ უკრაინაში იხარჯება და ...“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.