მწვერვალ შხელდაზე ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მწვერვალ შხელდაზე ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მწვერვალ შხელდაზე ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაიყვანეს. მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი არჩილ ბადრიაშვილი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პირი ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და მათ სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი „ოქროს წერაყინის“ ჯილდოს მფლობელია. 2022 წელს, პირველი არხის სპორტული გადაცემა „ტაიმაუტის“ ტრადიციული დაჯილდოების ფარგლებში, ის წლის აღიარების ნომინაციის გამარჯვებული გახდა.