გურამ მაჭარაშვილი - სენატორებს და კონგრესმენებს როცა აგზავნიან ან ამერიკაში განიხილავენ საქართველოს საკითხს, გადაამოწმონ ბიოგრაფიები, იმ საკითხზე მაინც ნუ ალაპარაკებენ, რაშიც ბრალდება აქვთ წაყენებული

გურამ მაჭარაშვილი - სენატორებს და კონგრესმენებს როცა აგზავნიან ან ამერიკაში განიხილავენ საქართველოს საკითხს, გადაამოწმონ ბიოგრაფიები, იმ საკითხზე მაინც ნუ ალაპარაკებენ, რაშიც ბრალდება აქვთ წაყენებული

საქართველოში სენატორებს და კონგრესმენებს როცა აგზავნიან ან საქართველოს საკითხს განიხილავენ ამერიკაში, ცოტა გადაამოწმონ ამ ადამიანების ბიოგრაფიები, იმ საკითხზე მაინც ნუ ალაპარაკებენ საქართველოსთან მიმართებით, რაშიც პირდაპირ ბრალდება აქვთ წაყენებული, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ევროპარლამენტარები, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები – ზუსტად ისინი საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ საკითხში, რომლებიც ბრალდებული არიან აგენტად ცნობაში ან კორუფციაში.

გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ქართული რადიკალური ოპოზიცია იხდის თანხებს, რათა უცხოეთში გარკვეული განცხადებები გაკეთდეს.

„ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, როდესაც ამერიკელი კომგრესმენი თუ სენატორი, რომელიც ჭკუას გვარიგებს და დემოკრატიას გვიწუნებს, შემდეგ თავად აღმოჩნდება უცხოელ აგენტად ბრალდებული ან კორუფციაში ბრალდებული. ბატონი ტერნერის წარსულს რომ გადავხედოთ, ოფიციალურ ვერსიაზე დაყრდნობით, იგი ბრალდებულია კორუფციაში. ყველამ რომ თავის კორუფციას მიხედოს, ხომ კარგი იქნება? სხვათაშორის, ჩვენ შეგვიძლია, კონსულტაციები გავუწიოთ, კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად წინ მიიწევს, მათივე საერთაშორისო სააგენტოების შეფასების მიხედვით. გვახსოვს ორი თვის წინ ე.წ. მეგობარი აქტი, ამერიკის კონგრესში რომ განიხილეს საქართველოს საკითხი. თუ არ ვცდები, იქაც მენენდენსი იყო ამერიკელი სენატორი, რომელიც უცხოელ აგენტად გამოაცხადეს. შესაბამისად, როდესაც საქართველოში აგზავნიან ან საქართველოს საკითხს განიხილავენ ამერიკაში, ცოტა გადაამოწმონ ამ ადამიანების ბიოგრაფიები, იმ საკითხზე მაინც ნუ ალაპარაკებენ საქართველოსთან მიმართებით, რაშიც პირდაპირი ბრალდება აქვთ წაყენებული ამ სენატორებს და კონგრესმენებს. სხვათაშორის, ვფიქრობ, არ არის შემთხვევითი, რადგან ევროპარლამენტარები, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც ბრალდებული არიან აგენტად ცნობაში ან კორუფციაში, ზუსტად ისინი საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ საკითხში. ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ აქაური რადიკალური ოპოზიცია იხდის თანხებს, რათა იქ რაღაც განცხადებები გაკეთდეს და შემდეგ ეს ფარაზე აღმოჩნდება ხოლმე. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, პირდაპირი ინტერესი არის იმ უცხოური ძალების, რომლებსაც ჯერ კიდევ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, ეს ყველაფერი ამას ემსახურება. სწორედ ამიტომაც არის, როცა საკუთარ ქვეყანაში გაქვს ბრალი წარდგენილი კორუფციაზე და სხვა ქვეყანაში იწუნებ დემოკრატიას, არავინ არ დაგიჯერებს, ეს აღარ შესაღდება ქართველი ხალხის და საზოგადოების მიმართ როგორც დემოკრატი ადამიანი, რომელიც უწუნებს საქართველოს დემოკრატიას.

შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, კორუფციასთან დაკავშირებით როცა ხარ მხილებული, რადგან კორუფცია ყველგან კორუფციაა, მაგრამ მაგალითისთვის არსებობს და საჯარო ინფორმაციაა, რომ ამ შემთხვევაში ის მხილებულია კორუფციაში საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ საჩუქრების მოთხოვნაში, კიდევ სარესტოენო ხარჯები და ა.შ. სულ მცირე, უხერხულობა და მაქსიმუმ შეურაცხყოფაა, როდესაც ასეთი ადამიანი ჩამოდის საქართველოში, ჩვენ ჭკუას გვარიგებს და გვიწუნებს დემოკრატიას. ქართულ საზოგადოებას ტყუილს ვეღარ შეასაღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.