სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ვულინმა რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს შემდეგ თავდასხმის მსხვერპლი შესაძლოა სერბეთი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი გახდეს.
მისი თქმით, ეს შესაძლოა იმიტომ მოხდეს, რომ ვუჩიჩი ტრამპისა და ფიცოს მსგავსად უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ინიციატივით გამოდის.
„როდესაც თავდასხმა მოხდა ბატონ ფიცოზე, ხოლო შემდეგ ტრამპზე, მე ვთქვი, რომ პრეზიდენტი ვუჩიჩი უნდა მომზადებულიყო. იმიტომ რომ, ყველას, ვინც კი უკრაინის საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ემხრობა, რაღაცა ემართება, მათ ვიღაცა ესვრის“, - თქვა ვიცე-პრემიერმა.
მისი აზრით, ვუჩიჩის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან ისინი, ვისაც სერბეთის სამხედრო ნეიტრალიტეტი არ მოსწონთ, მათ სურთ, რომ სერბეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიაროს და ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალ რესპუბლიკა სერბსკაზე უარი თქვას.