სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს

სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს

სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს და მედიის კითხვებს უპასუხეს.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოდან იმყოფებიან. მათ დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ითქვა, რომ პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროინტეგრაციას, ასევე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.

დელეგაციის წევრებმა ისიც თქვეს, ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში არეულობის მოწყობა სურდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც წამოიწია პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ დაინტერესებული არ არის ამაში და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი იწვევს გარკვეულ პაუზას ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, აქ ვიმყოფებით, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, - განაცხადა შაჰინმა.

მერაბ.g სხვა ქვეყანაში არეულობა არასდროს და არსად მოგიწყვიათ და გაბრალებენ? ბოლო 30 წლისას 30-ს ჩამოგითვლით თუ გინდათ ავღანეთიდან "საკუთარ ცხენს რომ გამოასწარით" იმის ჩათვლით!
3 თვის უკან
არაგველი641 რას ერჩით ამ ქალს, მართალს ამბობს, "აქ ვიმყოფებით, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, ანუ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ მოქალაქეებზე ლაპარაკობს, ნაცბოზბანდის წევრებზე და მათს მხარდამჭერებზე, ქელეხში მისულ ხალხს რომ არ აღემატება.
3 თვის უკან