ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი რადიკალურ ოპოზიციაზე: იციან, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები არიან და ჩვენთან არანაირი შანსი არ აქვთ, ამიტომ წინასაარჩევნოდ არაადამიანურად იქცევიან

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი რადიკალურ ოპოზიციაზე: იციან, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები არიან და ჩვენთან არანაირი შანსი არ აქვთ, ამიტომ წინასაარჩევნოდ არაადამიანურად იქცევიან

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გია ჭანტურიას მიერ ყაზბეგელებთან დაკავშირებით დაწერილ კომენტარს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები რას ემსახურებიან. ისინი ქვეყნის და ხალხის მოძულეები არიან. მათ პატრიოტიზმის იოტისოდენაც არაფერი სცხიათ. იციან, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები არიან და ჩვენთან არანაირი შანსი არ აქვთ, ამიტომ წინასაარჩევნოდ არაადამიანურად იქცევიან“, - აღნიშნა ავსაჯანიშვილმა.

გია ჭანტურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყაზბეგში „რუსეთიც უყვართ ძალიან.”