საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების ძალადობისგან თავისუფლების პროგრესის მაჩვენებელზე არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში დადებითია.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ყალბ და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერია, როდესაც საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასთან თუ მსგავს თემებთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი კვლევები ადასტურებს, თუ რამდენად ცრუ და ყალბია ბრალდებები. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად იცის და ამიტომაც არის, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.