სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ევროკავშირისგან მკაფიოდ ითქვას ოკუპაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ რეზოლუციებში სიტყვა - ოკუპაცია გაჩნდა.
„ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე განცხადებაში ნათქვამი არის თვითგამოცხადებული, ოკუპირებული ტერიტორიები. მაინც რაღაც დანამატით არის. და ესეც ახლა, რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ჩვენი, მათ შორის პარლამენტის მუშაობის შედეგი არის, რომ აღიარებული იყოს ოკუპაცია ოკუპაციად. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ოკუპაციასაც კი არ ეძახდა ამ მოვლენას, რასთანაც გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენს ორ რეგიონში რუსეთის რეგულარული ჯარები დგას“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი, მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.