ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს

ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ. მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს. ", - განაცხადა პრემიერმა.