გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები გადამალა, გაწირა სამოქალაქო საზოგადოება, უფრო მეტი ბრალდება არსებობს მის მიმართ და ამას სიღრმისეული განხილვა სჭირდება

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები გადამალა, გაწირა სამოქალაქო საზოგადოება, უფრო მეტი ბრალდება არსებობს მის მიმართ და ამას სიღრმისეული განხილვა სჭირდება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზეა საუბარი. გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ არაერთი ბრალდება არსებობს.

„ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები გადამალა სააკაშვილის ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ გაწირა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც განზრახ არ გამოიყვანა ამ ზონიდან, არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა. და სააკაშვილის ხელისუფლება იყო, რომელმაც ჩაშალა ის მოლაპარაკებები, რომელიც საერთაშორისო მონაწილეობით მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი ბრალდება მის მიმართ არსებობს და რასაკვირველია, ამას სიღრმისეული განხილვა სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „განვითარებისთვის და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად მოხდება.“