სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს, დაანონსების და მედიის გარეშე მივიდა, მაშინ, როდესაც ის პრეზიდენტის პოსტზე ახლად დანიშვნის შემდეგ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევდა და სწორედ ამ დღეს მიაგებდა პატივს გარდაცვლილებს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ ნარატივს ავითარებს, რაც „ნაციონალური მოძრაობას“ გააჩნია.
„ქართული ოცნება“ ყოფილ სახელისუფლებო ძალას ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასაც ახსენებს, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა და სადაც საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე.