გია ვოლსკი: ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ გამოიყვანონ ხალხი იმ ზონებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ამას 70-ზე მეტი ადამიანი შესწირეს, რასაკვირველია პასუხს უნდა აგებდნენ ამისთვის

გია ვოლსკი: ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ გამოიყვანონ ხალხი იმ ზონებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ამას 70-ზე მეტი ადამიანი შესწირეს, რასაკვირველია პასუხს უნდა აგებდნენ ამისთვის

ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ გამოიყვანონ ხალხი იმ ზონებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ამას 70-ზე მეტი ადამიანი შესწირეს, რასაკვირველია პასუხს უნდა აგებდნენ ამისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აგვისტოს ომზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ჩამონათვალი კიდევ ბევრია იმ გადაცდომების, შეცდომების თუ მოღალატეობისა, რაზეც დამატებითი გამოძიებაა ჩასატარებელი.

„როდესაც დაზუსტებით ვიცით, რომ იმ პერიოდის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, საერთაშორისო, მაღალ ოფიციალურ დონეზე, რომ ამ საომარი მოქმედების დაწყებაში საქართველოა დამნაშავე, რა საკვირველია იქვე უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. მითუმეტეს, რომ წლები დაგვჭირდა იმისთვის, მტკიცებულებები გვეპოვა, რათა რუსეთთან დავა სტრასბურგის სასამართლოში მოგვეგო. წლები დაგვჭირდება იმისთვის, რომ გვეპოვა ელემენტარულად გადანახული თუ გადამალული რაკეტის ნაწილები, რომლითაც იბომბებოდა საქართველოს ტერიტორიები.

ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ გამოიყვანონ ხალხი იმ ზონებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ამას 70-ზე მეტი ადამიანი შესწირეს, რა საკვირველია პასუხს უნდა აგებდნენ ამისთვის. ამაში საზოგადოების ის ნაწილი დამეთანხმება, ვინც იქიდან გამოქცევა შემთხვევით მოასწრო. სამოქალაქო პირების არანაირი გაფრთხილება და გეგმაზომიერი გამოყვანა ამ ზონიდან არ ყოფილა.

ჩამონათვალი კიდევ ბევრია იმ გადაცდომების, შეცდომების თუ მოღალატეობისა, რაზეც დამატებითი გამოძიებაა ჩასატარებელი”, - აღნიშნა ვოლსკიმ.