ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„2008 წლის აგვისტოში რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.