ლიეტუვის პრემიერი: 16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა

ლიეტუვის პრემიერი: 16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ 16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა.

„16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა“, - დაწერა მან.

ლიეტუვის პრემიერმა დასძინა, რომ მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩა.

„რუსეთი - აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი“, - აღნიშნა შიმონიტემ.