ირაკლი კირცხალია: მეც და ჩვენი საზოგადოების ძალიან ბევრ ჯანსაღად მოაზროვნე წევრს გვწამს, რომ გონივრული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ირაკლი კირცხალია: მეც და ჩვენი საზოგადოების ძალიან ბევრ ჯანსაღად მოაზროვნე წევრს გვწამს, რომ გონივრული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

დილიდან ვადევნებ თვალყურს რაღაც აჟიოტაჟს თარიღებთან დაკავშირებით, საუბედუროდ, უკვე არ იციან რაზე გააკეთონ აქცენტები, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

დეპუტატი აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებს გამოეხმაურა.

ამასთან, კირცხალიას თქმით, გონივრული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად 2008 წელს, რუსეთთან ომის აცილება შესაძლებელი იყო.

„ვინც ამ თემით სრულიად სულელურად აპელირებს ვეტყვი ერთ რაღაცას - 2008 წლის 9 აგვისტოს, თუ არ ვცდები ნომერ 402-ე რეზოლუცია ამობეჭდონ და ოფისში სააკაშვილის სურათის გვერდით დაიკიდონ და თარიღებზე მერე ისაუბრონ. ძალიან ამორალურია, როდესაც ასეთი დღე მოდის და ასეთ რაღაცებზე აპელირებ. გონივრული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, მე მწამს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების ძალიან ბევრ ჯანსაღად მოაზროვნე წევრსაც, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“, - აღნიშნა კირცხალიამ.