შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შვედეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შვედეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ქვეყანა გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.

„16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. მისი შედეგები დღესაც იგრძნობა. შვედეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, და ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მხარდაჭერას განვაგრძობთ“, - დაწერა მან.

როგორც ბილსტრომმა აღნიშნა, შვედეთი მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.