გია აბაშიძე: 26 ოქტომბერს ომისა და ღალატის პარტიის გარდაუვალი დამარცხების შემდეგ, ზეაქტუალურია საფუძვლიანად იქნას გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის რეჟიმის თანაოკუპანტობა!

გია აბაშიძე: 26 ოქტომბერს ომისა და ღალატის პარტიის გარდაუვალი დამარცხების შემდეგ, ზეაქტუალურია საფუძვლიანად იქნას გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის რეჟიმის თანაოკუპანტობა!

სოცქსელის არქივი არ იკარგება, ხოლო ვითომ პატრიოტი ნაცრევანშისტები რაღაც სასაცილო "ქარტიის" მიზეზით, ერთ დროს "რეზიდენტი" სალომე ზურაბიშვილის გარშემო სასოწარკვეთილად ფართხალებენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოს დაწერილი ფეისბუქ-სტატუსის ე.წ. „სქრინს", სადაც ზურაბიშვილი სააკაშვილს ადანაშაულებს ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში.

აბაშიძის თქმით, სარგებლისა და პრივილეგიების გამო, ზნედაცემული ადამიანები ყველაფერს იკადრებენ, ხოლო 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის რეჟიმის თანამონაწილეობა.

„სოცქსელის არქივი არ იკარგება, ხოლო ვითომ პატრიოტი ნაცრევანშისტები რაღაც სასაცილო „ქარტიის" მიზეზით, ერთ დროს „რეზიდენტი" სალომე ზურაბიშვილის გარშემო სასოწარკვეთილად ფართხალებენ. ნათქვამია, რომ თანამდებობის, სარგებლისა და პრივილეგიების გამო ზნედაცემული ადამიანი ყველაფერს იკადრებსო, ამ მხრივ, ტოქსიკურ ნაცკლასტერს შესწავლაც არ სჭირდება, ყველაფერი ხელის გულზეა.
26 ოქტომბერს ომისა და ღალატის პარტიის გარდაუვალი დამარცხების შემდეგ, ზეაქტუალურია საფუძვლიანად იქნას გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის რეჟიმის თანაოკუპანტობა!" - წერს გია აბაშიძე.