ცოტნე ანანიძე: მიშა იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის.   ქართული ჯარი კი ყოველთვის იყო და არის საამაყო!

ცოტნე ანანიძე: მიშა იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის.   ქართული ჯარი კი ყოველთვის იყო და არის საამაყო!

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, სააკაშვილი იბრძოდა არა ქვეყნისთვის, არამედ სკამისთვის. “ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი, ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეროვნული პოლიტიკის გატარებაა.

„ვიცით, რუსეთი ოკუპანტია! პირადად მიშა, იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის. ქართული ჯარი კი, საამაყო იყო ყოველთვის!

რთული გამოწვევების ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ  გააძლიერა არაღიარების პოლიტიკა, მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებით. ომის დამანგრეველი შედეგები ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, ამიტომ, მშვიდობას და ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს, ,“-აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.