მიხეილ სააკაშვილი: მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა - ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

მიხეილ სააკაშვილი: მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა - ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის გასაკვირია, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია მისი პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა.

როგორც სააკაშვილი წერს, ზურაბიშვილი სასამართლოსგან ითხოვს მის გაჩუმებას.

„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა.

ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?“,- წერია სააკაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს, მედიასთან პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და განაცხადა, რომ ამაზე "ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია". პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ძალიან ნიშანდობლივია", რომ სააკაშვილის ყველა სასამართლო ახლა ინიშნება, აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გააჟღეროს, რადგან „ოცნების ბოლო იმედია, ამომრჩეველი კიდევ სააკაშვილით შეაშინოს". პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს სააკაშვილი აქტუალური არ არის, აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს. მისი თქმით, "ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც თავის ადგილზე იქნება“.