ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნების ასეთი მრავალფეროვნება მედიის ნებისმიერ სფეროში, ალბათ ევროპის ბევრ ქვეყანასაც არ ექნება დასაკვეხნად

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნების ასეთი მრავალფეროვნება მედიის ნებისმიერ სფეროში, ალბათ ევროპის ბევრ ქვეყანასაც არ ექნება დასაკვეხნად

მედიის ნებისმიერ სფეროში პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნების ასეთი მრავალფეროვნება, ალბათ ევროპის ბევრ ქვეყანასაც არ ექნება დასაკვეხნად, - ამგვარად გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრების გარეშე მონაცემებს. კერძოდ, ამ მონაცემებით მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო უკრაინასთან შედარებით დაბალ პოზიციაზეა.

„საკმარისია, სულ მცირე, ელემენტარული მონიტორინგი ჩაატარო იმისა, თუ რამდენი მაუწყებელი არის საქართველოში და მათი სარედაქციო პოლიტიკა მაინც შეაფასო, რომ დაინახო სპექტრი მრავალფეროვნებისა. პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნების ასეთი მრავალფეროვნება მედიის ნებისმიერ სფეროში, ალბათ ევროპის ბევრ ქვეყანასაც არ ექნება დასაკვეხნად. აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, მოლდოვაზე, სადაც პირდაპირი ცენზურა არის დაწესებული მედიასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.