დანაწევრებული „ნაცმოძრაობის“ დანაწევრება მიმდინარეობს იმიტომ, რომ ვერ იყოფენ ადგილებს. ამბიცია აქვთ უზარმაზარი, შესაძლებლობები - ნულოვანი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ნაცმოძრაობის“ ბუნება არის ასეთი, რომ მის ირგვლივ შთანთქავს ყველაფერს და ახლა რომ ძალაუფლება აღარ აქვს, ერთმანეთს დაერივნენ. ჩვენ ვნახეთ დანაწევრებული „ნაცმოძრაობა“ და ახლა ზუსტად ამ დანაწევრებულების დანაწევრება მიმდინარეობს. ვიცით, რომ „ევროპული საქართველოც“ ერთ-ერთი განშტოებაა „ნაცმოძრაობის“ და იქაც მიდის დაყოფა, რადგან ვერ იყოფენ ადგილებს. ამბიცია აქვთ უზარმაზარი, შესაძლებლობები - ნულოვანი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.