გიორგი გაბუნია: ის, რაც ჩვენ ვიხილეთ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ეს იყო ძალიან ვერაგული და მზაკვრული ჩანაფიქრი, მცდელობა, გაეშარჟებინათ ქრისტიანობა - მათ მიიღეს მძაფრი საზოგადოებრივი რეაქცია

გიორგი გაბუნია: ის, რაც ჩვენ ვიხილეთ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ეს იყო ძალიან ვერაგული და მზაკვრული ჩანაფიქრი, მცდელობა, გაეშარჟებინათ ქრისტიანობა - მათ მიიღეს მძაფრი საზოგადოებრივი რეაქცია

საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს გამოეხმაურა.

„ის, რაც ჩვენ ვიხილეთ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ეს იყო ძალიან ვერაგული და მზაკვრული ჩანაფიქრი და მცდელობა იმისა, რომ გაეშარჟებინათ ქრისტიანობა, მათ მიიღეს მძაფრი საზოგადოებრივი რეაქცია. ძალიან სამწუხაროა, მიუღებელი, და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და მზად იმისთვის, რომ მსგავსი პროვოკაციები ჩვენ არ მივიღოთ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ჯგუფების ხელშია მოქცეული ძალაუფლება და ისინი მუდმივად ცდილობენ, ლგბტ კომპონენტი ყველგან ჩართონ, ისეთ მასიურ ღონისძიებებში, როგორიც გახლავთ ოლიმპიადა, თუნდაც ევროვიზია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

საზოგადოება „ქართულმა“ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მათი შეფასებით, საერთაშორისო რადიკალურმა ნეოლიბერალურმა ძალებმა ერთი შეხედვით „უწყინარი“ მხატვრული ინტერპრეტაციით დიდი პროვოკაცია მოაწყვეს და კიდევ ერთხელ მოსინჯეს მსოფლიო საზოგადოების მზაობა ე.წ. ლგბტ იდეოლოგიის მიმღებლობისადმი.