გურამ მაჭარაშვილი - „ევროპულ საქართველოში“ ვერ იყოფენ ადგილებს, ამბიცია აქვთ უზარმაზარი, შესაძლებლობები კი ნულოვანი, ეს პრობლემა „ნაცმოძრაობაში“ და მის ყლორტებში ყოველთვის იქნება

გურამ მაჭარაშვილი - „ევროპულ საქართველოში“ ვერ იყოფენ ადგილებს, ამბიცია აქვთ უზარმაზარი, შესაძლებლობები კი ნულოვანი, ეს პრობლემა „ნაცმოძრაობაში“ და მის ყლორტებში ყოველთვის იქნება

„ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება იყო და არის, ახლა იქაც მიდის დაყოფა, ვერ იყოფენ ადგილებს, ამბიცია აქვთ უზარმაზარი, შესაძლებლობები კი პრაქტიკულად ნულოვანი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის პრობლემა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის განშტოებებში ყოველთვის იქნება.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება ასეთია, ირგვლივ ყველაფერს შთანთქავს და ძალაუფლება რომ აღარ აქვს, ახლა უკვე ერთმანეთს დაერივნენ. ჩვენ ვნახეთ დანაწევრებული „ნაცმოძრაობა“ და ახლა უკვე ამ დანაწევრების დანაწევრება მიმდინარეობს. „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება იყო და არის, ახლა იქაც მიდის დაყოფა. ვერ იყოფენ ადგილებს. ამბიცია აქვთ უზარმაზარი, შესაძლებლობები კი პრაქტიკულად ნულოვანი. ეს არის ის პრობლემა, რაც „ნაცმოძრაობაში“ და მის ყლორტებში იყო და ყოველთვის იქნება. შესაბამისად, ოქტომბრის შემდეგ, რაც „ხალხის ძალამ“ ვთქვით, გვაქვს იმედი და რწმენა, რომ ამ პოლიტიკურ რეჟიმს თავის სექტანტებიანად აუცილებლად გავასამართლებთ. ეს რეჟიმი გასამართლდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.