ჰერმან საბო - არ მგონია, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ვინმემ მიიღოს იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა არიან, ალბათ ისინი ამ არჩევნებს გამოტოვებენ და ჩვენ ვეცდებით, მათი ამომრჩევლის ნაწილი წავიყვანოთ

ჰერმან საბო - არ მგონია, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ვინმემ მიიღოს იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა არიან, ალბათ ისინი ამ არჩევნებს გამოტოვებენ და ჩვენ ვეცდებით, მათი ამომრჩევლის ნაწილი წავიყვანოთ

„ევროპულ საქართველოში“ არატრადიციულად მოიქცნენ, ყველა თუ ერთიანდებოდა, ისინი დაიშალნენ და გაიყვნენ, არ მგონია, ამ განაყოფებს ცალ-ცალკე ბარიერის გადალახვის რაიმე პოტენციალი ჰქონდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბოს შეფასებით, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ამ არჩევნებს გამოტოვებენ, „გირჩი“ კი ეცდება, რომ მათი ამომრჩევლის ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვოს.

„იდეალური იქნებოდა, „გირჩის“ გარდა დანარჩენი ოპოზიცია ერთ გაერთიანებად ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ასეთი რამე არ მოხდა. არაუშავს 2-3 ცენტრიც ნორმალურია, გირჩისთვის ესეც კარგი სცენარია. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ისინი არატრადიციულად მოიქცნენ. ყველა თუ ერთიანდებოდა, ისინი დაიშალნენ და გაიყვნენ. არ მგონია, რომ ამ განაყოფებს ცალ-ცალკე რაიმე პოტენციალი ჰქონდეს ბარიერის გადალახვის. ალბათ, ბატონი ბობოხიძე და წერეთელი სადმე გაერთიანდებიან. არ მგონია, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ვინმემ მიიღოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა არიან. ის პარტიული რესურსი რაც ჰქონდათ, ისიც აღარ აქვთ. ალბათ ისინი ამ არჩევნებს გამოტოვებენ და ჩვენ ვეცდებით, რომ მათი ამომრჩევლის ნაწილი წავიყვანოთ“, – აღნიშნა საბომ.