ირაკლი ქადაგიშვილი „ევროპულ საქართველოზე“: ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის დაშლილი, რამდენიმე ნაწილად და მათ შიგნით ხდება მუდმივი დუღილი დაპირისპირების

ირაკლი ქადაგიშვილი „ევროპულ საქართველოზე“: ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის დაშლილი, რამდენიმე ნაწილად და მათ შიგნით ხდება მუდმივი დუღილი დაპირისპირების

პარტია „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილზე, ასევე ქვეყანაზე გავლენა არ აქვს, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის წასვლას.

მისი თქმით „ევროპული საქართველო“ არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი და მათ შიგნით მუდმივად ხდება დაპირისპირებები და გადაჯგუფებები.

„ფაქტია, რომ ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის დაშლილი, რამდენიმე ნაწილად და მათ შიგნით ხდება მუდმივი დუღილი დაპირისპირების, გადაჯგუფება-გადმოჯგუფების პროცესები. ეს არის, რაღაც ერთი შეკრული წრე, რომელიც საზოგადოების არც თუ ისე დიდი ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და აქედან გამომდინარე, მათ გადაადგილება-გადმოადგილებას, შიდა დუღილებს დიდი ზეგავლენა საზოგადოების დიდი ნაწილზე და ქვეყანაზე პირდაპირი გავლენა არ აქვს“,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს. როგორც გიგა ბოკერიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.

დღეს კი, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუყვება „გიგი წერეთლის ქცევაზე და პოლიტიკურ სუტენიორობაზე“ და მას „დასავლეთში რეპუტაციულად დაანგრევს“.