ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზს რეპეშაჟში გააგრძელებს.
ტურნირის მეოთხედფინალში ის ორგზის ოლიმპიურ და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონთან, ფრანგ ტედი რინერთან დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედალი აქვს - ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.