გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ არასდროს აღიქვამდა სერიოზულად იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანას ჰქონდა, სამწუხაროდ იმიტომ აღმოვჩნდით იმ ომში, ამიტომ აღმოვჩნდით იმ ეკონომიკურ უბედურებაში და ანტიდემოკრატიულ პროცესებში

გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ არასდროს აღიქვამდა სერიოზულად იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანას ჰქონდა, სამწუხაროდ იმიტომ აღმოვჩნდით იმ ომში, ამიტომ აღმოვჩნდით იმ ეკონომიკურ უბედურებაში და ანტიდემოკრატიულ პროცესებში

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ არასდროს აღიქვამდა სერიოზულად იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანას ჰქონდა ხოლმე, სამწუხაროდ იმიტომ აღმოვჩნდით იმ ომში, რაშიც აღმოვჩნდით, ამიტომ აღმოვჩნდით იმ ეკონომიკურ უბედურებაში და ანტიდემოკრატიულ პროცესებში, - „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა სუს-ის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმი არაერთხელ დადასტურდა.

„ამიტომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საზომი არასდროს აქვს სწორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენჯერმე დაადასტურა თავისი პროფესიონალიზმი. მათი განცხადებებიდან მეორე და მესამე დღის შემდეგ დგინდებოდა და მტკიცდებოდა ხოლმე უცხოელების ჩამოყვანა რევოლუციურ სცენარებთან დაკავშირებით, საბოტაჟი პარლამენტში და ახლა უკვე ბოლოს ტერაქტის თავიდან აცილება, რაც ყოველდღიურად დამაჯერებლობას მატებს იმ ინფორმაციას, რომელიც სუს-მა გამოაქვეყნა ამ გლობალური პროცესების ფონზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვის პროცესი.