გასაღება ხელისუფლების მხრიდან, რომ თურმე ეს ყოფილა გამარჯვება, სამარცხვინოა, - ასეთი კომენტარი გააკეთა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში ანაკლიის საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის წაგების შესახებ.
„ადამიანები ვერ პოულობენ ამ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობას. გასაღება იმისა, რომ ათიათასობით სამუშაო ადგილი ვერ შეიქმნა ამდენი წლის განმავლობაში ამ პროექტის განზრახ გაჩერების შედეგად, ხელისუფლების მხრიდან რომ თურმე, ეს ყოფილა გამარჯვება, სამარცხვინოა”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
თავად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის საკითხზე წაგებული არბიტრაჟის შესახებ მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.