ბექა დავითულიანი: გვახსოვს ქალაქი ანაკლიის მშენებლობის ბაქიბუქი ოპოზიციის ლიდერის მხრიდან და ერთი ცალი სასტუმრო აშენდა. ოპოზიციას, რომ ამ პორტის აშენება სდომებოდა, ააშენებდა მაშინ, როდესაც თვითონ იყო ხელისუფლებაში

„გვახსოვს ქალაქი ანაკლიის მშენებლობის ბაქიბუქი ოპოზიციის ლიდერის მხრიდან და ერთი ცალი სასტუმრო აშენდა. ოპოზიციას, რომ ამ პორტის აშენება სდომებოდა, ააშენებდა მაშინ, როდესაც თვითონ იყო ხელისუფლებაში“,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ოპონენტების განცხადებას, რომ ანაკლიის პორტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ აშენდება.

ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება.

„ჩვენ გვახსოვს ქალაქი ანაკლიის მშენებლობის ბაქიბუქი ოპოზიციის ლიდერის მხრიდან, ლეგენდები, იქ რა უნდა ყოფილიყო და გვახსოვს, რომ იქ ერთი ცალი სასტუმრო აშენდა 500 ათასიანი ქალაქის ნაცვლად. ჩვენ არაფერს არ ვბაქიბუქობთ, ვამბობთ, რომ ვაშენებთ პორტს და ავაშენებთ, მარტივად არის საქმე. ოპოზიციას, რომ ამ პორტის აშენება სდომებოდა, ააშენებდა მაშინ, როდესაც თვითონ იყო ხელისუფლებაში“,-განაცხადა ბექა დავითულიანმა.