ორჯერ მოვიგე ოლიმპიადა 23 წლის ასაკში - ლაშა ბექაურის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ორჯერ მოვიგე ოლიმპიადა 23 წლის ასაკში - ლაშა ბექაურის ემოციები გამარჯვების შემდეგ

„ორჯერ მოვიგე ოლიმპიადა 23 წლის ასაკში“, - ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ლაშა ბექაურმა ემოციური კომენტარი გააკეთა.

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალამდე სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო.