ეკა სეფაშვილი: თუ ევროკავშირმა და გაერომ ჩათვალეს საჭიროდ  ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება, რადგან ეს მნიშვნელოვანია რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობისათვის,  საქართველო ამას რატომ უნდა გამოკლებოდა?

ეკა სეფაშვილი: თუ ევროკავშირმა და გაერომ ჩათვალეს საჭიროდ  ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება, რადგან ეს მნიშვნელოვანია რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობისათვის,  საქართველო ამას რატომ უნდა გამოკლებოდა?

„ოპოზიციის ხმაური და აჟიოტაჟი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განპირობებულია მხოლოდ ერთი სურვილით, რომ როგორმე ქვეყანას ავნონ.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა მედიასთან. 

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში მდებარეობს, სადაც მეზობლები ვერ შეიცვლებიან და ხელისუფლებამ არაფერი არ უნდა დაიშუროს იმისთვის, რომ ყველა მეზობელთან პრაგმატული, სტაბილური და უსაფრთხო ურთიერთობები არსებობდეს.

„ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყვნენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი დონის წარმომადგენლები და ასევე, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებიც. თუ ისეთმა წამყვანმა ინსტიტუციებმა, როგორიც ევროკავშირი და გაეროა, საჭიროდ ჩათვალეს, რომ აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ ამ ცერემონიას, რადგან ეს მნიშვნელოვანია რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, საქართველო რატომ უნდა გამოკლებოდა რეგიონში მიმდინარე ასეთ პოზიტიურ პროცესებს? იმიტომ, რომ იმ ოპოზიციას არ მოსწონს, რომლის მიზანიც მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მოტანაა? ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში, სადაც მეზობლებს ვერ შევცვლით. ეს არის მოცემულობა და არაფერი არ უნდა დავიშუროთ იმისთვის, რომ ყველა მეზობელთან გვქონდეს  პრაგმატული, სტაბილური და უსაფრთხო ურთიერთობები.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ლაზი საქართველოს სჯიან: გრანტების დონორების მიზნების გამოაშკარავებისათვის; ომში არ ცართვისათვის და ჩინეთთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რაც დაეხმარება რუსეთთთან ურთიერთობების მეტნაკლებად დალაგებისათვის, რითაც აღარ გამოდგება დასავლეთის ხელში რუსეთის საჩხიკინო ჯოხად.
3 თვის უკან
Maverick ოპოზიციას იმიტომ არ მოწონს ირანში ჩვენი პრემიერ მინისტრის ინაგურაციაზე წასვლა, თუ გახსოვთ, ირანის დიდმა წარმომადგენელმა 08/08- ში "ქართველი" სააკ(უ)აშვილის სირაქლემასავით წაკუზვა და მიწის ცხვირით გათხრა მოახსენია, რაც სააკ(უ)აშვილმა გაატარა და გადაყლაპა...!
3 თვის უკან