ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული მოქმედებები და ყალბი განცხადებები ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ნორმებს არ შეესაბამება“, - თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი გააგრძელებს ისეთი დახმარების გაწევას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას წაადგება.