ფოტო: კულტურისა და სპორტის სამინისტრო
პარიზის ოლიმპიურ თამაშების მეექვსე საშეჯიბრო დღეს ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ). ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ნახევარფინალში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი.
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ბექაურის მეტოქე იქნება იაპონელი მურაო სანშირო.