ამერიკელების 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარების ვალდებულება არ აქვს. ორგანიზაცია „ფიუ რესერჩ ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ზედმეტად დიდ დახმარებას უწევს, ხოლო 26 პროცენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი კიევს იმ მასშტაბის დახმარებას უწევს, რამდენიც საჭიროა.
ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხვა 1-დან 7 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.