საქმე ეხებათ ოპოზიციის მხარდამჭერებს, მათ აქტივისტებს. ადამიანებს, რომლებიც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, - ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.
„ისინი პირდაპირ იმუქრებოდნენ, რომ როდესაც მოათავებდნენ უკრაინაში თავიანთ საქმეს ტრიუმფალურად, მერე გააკეთებდნენ თავიანთი სამხედრო ძალების პროექციას საქართველოში. მინდა შეგახსენოთ სააკაშვილის ბიძის, ალასანიას პრაქტიკულად ღია მოწოდება იამზე, რომ მას მილიონი დოლარი ჯიბეში უდევს და ეძებს კაცს თოფით, რომელსაც ექნება ერთი ტყვია მაინც იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს შუბლში ესროლოს. ეს პრაქტიკულად მათი ჩრდილოვანი ლიდერის განცხადება და მოწოდება იყო“, - აღნიშნა ოდიშარიამ.