მიხეილ დაუშვილი: სახელმწიფომ ხარჯი გასწია და ლოგიკურია ეს ხარჯი წაგებულმა მხარემ, ხაზარაძემ აანაზღაუროს, ამაში გასაკვირი რა არის?

მიხეილ დაუშვილი: სახელმწიფომ ხარჯი გასწია და ლოგიკურია ეს ხარჯი წაგებულმა მხარემ, ხაზარაძემ აანაზღაუროს, ამაში გასაკვირი რა არის?

სახელმწიფომ ხარჯი გასწია და ლოგიკურია, ეს ხარჯი წაგებულმა მხარემ, ხაზარაძემ აანაზღაუროს, ამაში გასაკვირი რა არის? – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორებმა ქვეყანას, სულ მცირე, რვა წელი დააკარგვინეს.

„სახელმწიფომ ხარჯი გასწია და ლოგიკურია, რომ ეს ხარჯი წაგებულმა მხარემ აანაზღაუროს. ამაში გასაკვირი რა არის? ყველაზე სამწუხაროა, რომ ხაზარაძემ და მისმა პარტნიორებმა ქვეყანას, სულ მცირე, რვა წელი დააკარგვინეს. 2016 წელს ტენდერი დასრულდა და ტენდერი გაფორმდა, დღეს კი 2024 წელია. საქართველომ რვა წელი დაკარგა, რომ ეს პორტი ჰქონოდა. დაკარგულ დროზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ოთხ წელზე მეტია, „ლელოს“ მხრიდან ცრუ კამპანია მიდის და აქცენტს გახარიაზე აკეთებდნენ. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და ამაში დარწმუნებული ვიყავით. იმასაც ვეუბნებოდით, რომ ამ დავას წააგებთ-თქო. მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ ხაზარაძეს უთხრა, რომ მტყუანი ხარო. მოქალაქეებს ოთხი წელი რომ ეუბნებოდნენ იმას, რაც მართალი არ ყოფილა, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ან ბოდიშს ვინ იხდის, რომ თურმე ამდენი ხანი ატყუებდნენ? დავუშვათ, რომ ხაზარაძე მართალი იყო და დავა უნდა მოეგო, სამართლიანია, რომ თავად დახარჯული აქვს რამდენიმე მილიონი ამ პროექტში და ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარს ითხოვს? გამოდის, რომ რამდენიმე მილიონი დახარჯა და თავისავე მოქალაქეებს მილიარდ-ნახევარს სთხოვს. ამას იმ ხალხს ეუბნება, ვისაც სთხოვს, ხმა მომეციო, ეს სწორია? ეს ყველაფერი არასწორია“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

მერაბ.g საღოლ! ზარალიც ხაზარაძემ უნდა ზღოს და ჩინელების შემოყვანაც გამართლებულია! სხვ, მეცოცხე ოპოზიციონერივით ალთაბალთას კი არ ედება, სიმართლის მხარესაა!
3 თვის უკან