The Greyzone: NED-მა თავისი არსებობის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა რეპუტაცია, როგორც იმ სამუშაოს შემსრულებელმა

The Greyzone: NED-მა თავისი არსებობის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა რეპუტაცია, როგორც იმ სამუშაოს შემსრულებელმა "ღია ოპერატორმა“, რომელსაც CIA მანამდე საიდუმლოდ ასრულებდა

ანტისამთავრობო ოპოზიციური ჯგუფების უხვად დაფინანსებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაშინგტონი რეჟიმის შეცვლას ცდილობდა, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ცნობილია როგორც დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), თავისი არსებობის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა რეპუტაცია, როგორც იმ სამუშაოს შემსრულებელმა "ღია ოპერატორმა“, რომელსაც CIA მანამდე საიდუმლოდ ასრულებდა. - ამის შესახებ გამოცემა The Greyzone წერს.

სტატიაში საუბარია NED-ის ისტორიაში "ყველაზე დიდი პიარ ფიასკოს“ შესახებ, რასაც The Greyzone-ის მიერ მოპოებული ელექტორნული წერილები ცხადყოფს.

„კრიტიკოსები დიდი ხანია მიუთითებენ NED-ის ჩარევის შედეგად დესტაბილიზაციაზე ისეთ ადგილებში, როგორიცაა ნიკარაგუა, ვენესუელა, უკრაინა და ჰაიტი, სადაც ფონდი სისტემატურად ძირს უთხრის არჩეულ მთავრობებს, რომლებიც ახორციელებდნენ პოლიტიკას, რომელიც ვაშინგტონის კონსენსუსს არღვევს. მათ მიუთითეს დოკუმენტებზე, რომლებიც ასახავს ჯგუფის წარმომავლობას რონალდ რეიგანის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოდან და მოიყვანეს ციტატები NED-ის დამფუძნებლებისა და კარლ გერშმანის მიერ, რომლებიც ამაყობდნენ გადატრიალების და ფერადი რევოლუციების ორკესტრირებით.

თავად NED-ის დიდი ხნის ლიდერი, ნეოკონსერვატიული აქტივისტი გერშმანი გულგრილად ხვდებოდა გაჟღერებულ ბრალდებებს, ხოლო მისი კოლეგები ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზაცია ყველაფერს ღიად და საჯაროდ აკეთებდა, ვებსაიტზე კი გრანტის მიმღებთა ჩამონათვალიც იყო - და ეს ყველაფერი "დემოკრატიის ხელშეწყობის" მისასალმებელი მისიის სახელით.“ - წერს გამოცემა.

როგორც The Greyzone-ის სტატიაშია აღნიშნული, NED-ის მრავალწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, კარლ გერშმანის ორგანიზაციიდან წასვლამ, ძირეული ცვლილებები გამოიწვია, რამაც ძველ და ახალ თაობას შორის კონფლიქტი წარმოშვა. ხოლო ორგანიზაციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის, ლესლი აუნის სტელეფონო ზარი გამოცემასთან შეფასდა როგორც ყველაზე დიდი პიარ-ფიასკო.

„მას შემდეგ, რაც გერშმანი პენსიაზე გავიდა 2021 წელს, NED-მა განიცადა დრამატული შიდა ცვლილებები. იდეოლოგიურად თავშეკავებული სოციალური პროგრესისტების ახალმა თაობამ აიღო ორგანიზაციის სადავეები და ცდილობდა NED-ის პროგრამები შეეფერებინა მრავალფეროვნების პოლიტიკასთან, რომელიც ამჟამად აცოცხლებს დემოკრატიულ პარტიას.

პოსტ-გერშმანის ეპოქაში დაქირავებულთა შორის იყო ლესლი აუნი, რომელიც საკუთარ თავს მოიხსენიებდა როგორც "უფროსი შემოქმედებითი კომუნიკატორი", რომელმაც, როგორც ჩანს, ძალიან ცოტა იცოდა NED-ის შესახებ, როდესაც ორგანიზაციაში მივიდა.   როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა კომუნიკაციებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის საკითხებში, ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად აუნმა გადაწყვიტა, დაეწყო სატელეფონო საუბარი The Grayzone-თან, რათა შეწინააღმდეგებოდა მოსაზრებას, რომ მისი დამსაქმებელი მოქმედებდა როგორც "CIA-ის ფასილიტატორი".

ახლა, The Grayzone-ის მიერ მოპოვებული პირადი ელ. ფოსტის გაჟონვა ცხადყოფს, თუ როგორ მიიყვანა აუნის ზარმა და ამ ზარის შემდგომმა გამოქვეყნებამ NED ეგზისტენციალურ კრიზისამდე, რამაც გამოიწვია რამდენიმე პირის სამსახურიდან გათავისუფლება, სამართლებრივი პასუხისგება და ბრალდებები, რომლებიც დღემდე გრძელდება. NED-ის ერთ-ერთმა ვეტერანმა პირადად აღწერა სატელეფონო ზარი, როგორც "ყველაზე დიდი პიარ ფიასკო [NED-ის] ისტორიაში".

NED-ის ელფოსტა სავსეა აღშფოთების გამომხატველი ტირადებით, რომლებიც მიმართულია NED ნეოკონების ძველი გვარდიის მიერ მათი ახალგაზრდა მემკვიდრეების მიმართ. ერთ-ერთ მიმოწერაში, გერშმანმა აუნს „გონებასუსტი“ უწოდა, მეორეში გალანძღა NED-ის კომუნიკაციების დირექტორი ქრისტინ ბედნარცი და არაერთხელ ეჭვქვეშ დააყენა მისი მემკვიდრის, NED-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის დეიმონ უილსონის კომპეტენცია.“ - აღნიშნულია სტატიაში.

აღნიშნულია ისიც, რომ NED-ის ამჟამინდელი მმართველობა აშშ-ის დემოკრატიული პარტიასთან არის კავშირში.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი აგრძელებენ NED-ის სალაროების შევსებას ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონი დოლარით, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, ააშენოს ახალი თვალწარმტაცი შტაბი თეთრი სახლიდან რამდენიმე ბლოკის მოშორებით, The Grayzone-ის მიერ მოპოვებული გაჟონილი მეილები ადასტურებს, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდის დამფუძნებელი მამები ეჭვქვეშ აყენებენ მის მომავალს კორპორატიული პროგრესისტების თაობის მეთაურობით, რომლებიც სრულად უკავშირდებიან დემოკრატიულ პარტიას.“ - წერს The Greyzone.

https://thegrayzone.com/2024/07/30/grayzone-pr-fiasco-us-govt-regime-change-leaked-emails/