ირაკლი კობახიძემ ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა: დიდი იმედი მაქვს, პარიზის ოლიმპიადაზე შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ

ირაკლი კობახიძემ ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა: დიდი იმედი მაქვს, პარიზის ოლიმპიადაზე შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ

დიდი იმედი მაქვს, რომ პარიზის ოლიმპიადაზე შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ვერცხლის მედალი მიულოცა ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს და აღნიშნა, რომ ვიცე-ჩემპიონობა ძალიან დიდი წარმატებაა.

„მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო გუშინდელი ძალიან დიდი წარმატება, ყველას გვინდოდა ოქროს მედალი, თუმცა ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი გამარჯვება. დღეს მთელი სულით და გულით ვგულშემატკივრობთ ლაშა ბექაურს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.