ახალაია-მერაბიშვილის მოძალადე ზონდერებისთვის, ადეიშვილის ხელის ბიჭებისა და სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სათბურად იქცა, სადაც ზოგი თანამდებობაზე და ზოგიც, ბიზნესს შეაფარა ზელენსკის მთავრობამ- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობს.
ქადაგიძის თქმით, საქართველომ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.”- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ახალაია-მერაბიშვილის მოძალადე ზონდერებისთვის, ადეიშვილის ხელის ბიჭებისა და სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სათბურად იქცა, სადაც ზოგი თანამდებობაზე და ზოგიც, ბიზნესს შეაფარა ზელენსკის მთავრობამ.
იმის იმედი არ მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება რაიმე სამართლებრივ მიდგომას გამოიყენებს და საკუთარ ქვეყანაში მოქმედ ამ ბოროტმოქმედებს დააკავებს ან თუნდაც გამოძიებას დაიწყებს.
საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს, ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და დღეს თუ არა ხვალ, ექსტრადირებული და ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მკაცრად პასუხგებული!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.