დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის კამალა ჰარისთან დებატებისთვის

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის კამალა ჰარისთან დებატებისთვის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის კამალა ჰარისთან დებატებისთვის.

კამალა ჰარისმა „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის საკმარისზე მეტი ხმა დააგროვა. აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა 2 668 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. დელეგატებმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე პარტიის ყრილობაზე უნდა მიიღონ, რომელიც აგვისტოში, ჩიკაგოში გაიმართება.

„ჩემი სურვილია, კამალა ჰარისთან ერთზე მეტი დებატები გავმართო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, კამალა ჰარისთან დებატები ჯო ბაიდენთან დებატებისგან არ განსხვავდება, ვინაიდან მათ ერთი პოლიტიკა აქვთ.