ირაკლი კირცხალია ყალბი ამბების გავრცელების პრევენციისთვის ესპანეთის მთავრობის ინიციატივაზე: თუ უნდათ, რომ მიიღონ მაქსიმალურად ლიბერალური კანონი, შეუძლიათ, გადახედონ ჩვენს კანონს, რომელიც მივიღეთ უკვე საქართველოში

თუ უნდათ, რომ მიიღონ მაქსიმალურად ლიბერალური კანონი, შეუძლიათ, გადახედონ ჩვენს კანონს, რომელიც მივიღეთ უკვე საქართველოში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ესპანეთის მთავრობის ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ყველასგან ვისმენთ იგივე განცხადებას, რიტორიკასა და სულისკვეთებას, რაც გვქონდა ჩვენთან ქართული კანონის მიღების მოტივად. ეს იყო ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება, უსაფრთხოებაზე ზრუნვა და გამჭვირვალობა. როგორ შეიძლება, კანონი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში და ასე შემდეგ, ემსახურება სუვერენიტეტის დაცვას და ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენთან ემსახურებოდეს უკუსვლას? ეს არის ორმაგი სტანდარტი. თუ უნდათ, რომ მიიღონ მაქსიმალურად ლიბერალური კანონი, შეუძლიათ, გადახედონ ჩვენს კანონს, რომელიც მივიღეთ უკვე საქართველოში”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.