ირაკლი ზარქუა: ევროკავშირმა, მათ შორის, არა ევროკავშირის წევრებმა, ბრიტანეთმა დეკლარაციაში ასახეს, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. ახლა ჩვენი ხელმოცარულები ტექსტებს ცვლიან, უკვე სხვაგვარი ინტერპრეტაციით საუბრობენ

ირაკლი ზარქუა: ევროკავშირმა, მათ შორის, არა ევროკავშირის წევრებმა, ბრიტანეთმა დეკლარაციაში ასახეს, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. ახლა ჩვენი ხელმოცარულები ტექსტებს ცვლიან, უკვე სხვაგვარი ინტერპრეტაციით საუბრობენ

ევროკავშირმა, მათ შორის, არა ევროკავშირის წევრებმა, ბრიტანეთმა დეკლარაციაში ასახეს, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. ახლა ჩვენი ხელმოცარულები ტექსტებს ცვლიან, უკვე სხვაგვარი ინტერპრეტაციით საუბრობენ - ეს არის მათი ორმაგი სახე და ორმაგი სტანდარტი, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გაერთიანებულ სამეფოში, ბლენ ჰაიმის სასახლეში მიღებულ დოკუმენტში გაკეთებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონზე ისაუბრა.

„რასაც მაშინ ვამბობდით, ახლაც იმავეს გავიმეორებ - ეს არის ქართული კანონი. რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, თავისუფლებას; ის, რომ არ შეიძლება, როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო სექტორში დეზინფორმაციის ფინანსირება, დეზინფორმაციის მხარდაჭერა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამას ემსახურებოდა და ახლა მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირმა, მათ შორის, არა ევროკავშირის წევრებმა, ბრიტანეთმა დეკლარაციაში ასახეს, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. ახლა ჩვენი ხელმოცარულები ტექსტებს ცვლიან, უკვე სხვაგვარი ინტერპრეტაციით საუბრობენ - ეს არის მათი ორმაგი სახე და ორმაგი სტანდარტი. კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, ვინ, რას იტყვის. ეს კანონი თანაბრად ეხება რუსეთსაც ევროკავშირსაც, ამერიკასაც, კანადასაც, აღმოსავლეთსაც, დასავლეთსაც, ჩრდილოეთსაც და სამხრეთსაც - ყველა ვინც ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ეს კანონი ყველას ეხება“, - განაცხადა ზარქუამ.