გიორგი კახიანი: საინტერესოა, უცხოელი აქტორები, რომლებმაც „გამჭვირვალობის კანონს“ რუსული უწოდეს, ესპანეთში ინიცირებულ კანონს ასევე რუსულად შეაფასებენ, თუ ორმაგი სტანდარტით იხელმძღვანელებენ

გიორგი კახიანი: საინტერესოა, უცხოელი აქტორები, რომლებმაც „გამჭვირვალობის კანონს“ რუსული უწოდეს, ესპანეთში ინიცირებულ კანონს ასევე რუსულად შეაფასებენ, თუ ორმაგი სტანდარტით იხელმძღვანელებენ

საინტერესოა, უცხოელი აქტორები, რომლებმაც „გამჭვირვალობის კანონს“ რუსული უწოდეს, ესპანეთში ინიცირებულ გამჭვირვალობის კანონს ასევე რუსულად შეაფასებენ, თუ ორმაგი სტანდარტით იხელმძღვანელებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასევე მედია საშუალების უცხოეთიდან დაფინანსების საკითხი არის გაუმჭვირვალე და ეს უნდა გახდეს გამჭვირვალე, ამას მოყვა მთელი რიგი საპროტესტო აქციები და რაც მნიშვნელოვანია, უცხოელი აქტორების მხრიდან შეფასდა როგორც რუსული კანონი. საინტერესოა, იგივე აქტორები ესპანეთში ინიცირებულ „გამჭვირვალობის კანონს“ ასევე რუსულად შეაფასებენ, თუ ორმაგი სტანდარტით იხელმძღვანელებენ და მათი გადმოსახედიდან, რაც საქართველოში არის მიუღებელი, ესპანეთში იქნება მისაღები“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.